თემურ ქეცბაია ნიქოზიის აპოელის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
ქეცბაიამ კლუბთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ქართველმა სპეციალისტმა პორტუგალიელი მწვრთნელი, დომინგუშ პასიენსია შეცვალა.
აპოელმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა ვერ მოახერხა, გუნდი ყაზახეთის ასტანასთან დამარცხდა. თუმცა, კვიპროსის გუნდი ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.
ამ დროისთვის აპოელი შიდა ჩემპიონატში გათამაშების ლიდერია.
წყარო: apoelfc.com