კიდევ ერთი მედალი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე.
ბრინჯაოს მედალი საქართველოს ნაკრებს +100 კილოგრამ წონით ჯკატეგორიაში ადამ ოქრუაშვილმა მოუტანა. ქართველმა ძიუდოისტმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში გერმანელი ანდრე ბრაიდბარტი დაამარცხა.
ხვალ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდური პირველობა დაიწყება. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ტუნისი იქნება.
წყარო: Ippon.TV