საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურის ცენტრალური შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართა.
ერთმანეთს ამ ტურამდე დაუმარცხებელი გუნდები, დინამო და საბურთალო დაუპირისპირდნენ.
მატჩი დინამოელთა დიდი სათამაშო უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 4:0 დასრულდა. დინამოელთა შემადგენლობაში მეტოქის კარი მატე ცინცაძემ,გიორგი ქვილითაიამ, ალექსანდრე იაშვილმა და ვახტანგ წანტურიშვილმა აიღეს.
გამარჯვების შემდეგ გათამაშების ცხრილს ერთპიროვნულად დინამო ლიდერობს. მესამე ტურის დანარჩენი მატჩები ხვალ გაიმართება.
ფოტო: fcdinamo.ge