საფრანგეთის ჩემპიონატის მე–4-ე ტურის ცენტრალურ მატჩში პსჟ–მ გასვლაზე ადვილად მოუგო მონაკოს.
პარიზელების შემადგენლობაში თავისი პირველი მატჩი ჩაატარა ანხელ დი მარიამ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი კი მოედანზე ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა. ორივე მათგანმა თავი ულამაზესი საგოლე გადაცემებით გამოიჩინა.
გოლები მონაკოს კარში ედისონ კავანიმ (2) და ეზეკილ ლავესიმ გაიტანეს 3:0.
პსჟ–მ ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო, თანაც ისე რომ საკუთარ კარში გოლი არ გაუშვია.
პარიზელები ამ წარმატების შემდეგ, სატურნირო ცხრილს ლიდერობენ.
წყარო: lequipe.fr
ვიდეო: goalsarena.org