17 ნოემბერი 2024,   11:55
ვრცლად
ლევან კობიაშვილის პირველი ოფიციალური შეხვედრა

ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ სამდივნოში საკუთარ განაცხადს ხვალ შეიტანს და ოფიციალურად დაიწყებს ფედერაციის პრეზინდეტობისათვის ბრძოლას.

დღეს კობიაშვილი საქართველოს უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბების წარმომადგენლებს შეხვდა და ფეხბურთის განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო.

უკვე ცნობილია, რომ საფეხბურთო კლუბი თბილისის დინამო კობიაშვილის ერთ-ერთი წარმდგენი იქნება ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება.

 

დღის ამბები