პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში დასრულებულ მსოფლიო თასის ეტაპზე წარმატებას მიაღწია საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრებმა.
ტურნირის დაწყებამდე ქართველი მოფარიკავეები რეიტინგში ოცეულს მიღმა იმყოფებოდნენ. მსოფლიო თასზე კი მათ მეოთხედფინალამდე გააღწიეს, რითაც რეიტინგში საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს - დღევანდელი მონაცემებით საქართველოს ნაკრები 10-ე პოზიციაზე იმყოფება.
ვარშავაში დასრულებუილ მსოფლიოს თასზე 37 ქვეყნის 183 სპორტსმენი მონაწილეობდა