15 ნოემბერი 2024,   18:27
ვრცლად
მამუკა გორგოძე რუს მორაგბეს ფიზიკურად დაუპირისპირდა

საქართველო-რუსეთის მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში ბორჯღალოსნების კაპიტანს, მამუკა გორგოძეს და რუს მორაგბეს შორის სიტუაცია დაიძაბა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

აღნიშნულ ინციდენტზე გორგოძეს კითხვა მატჩის შემდეგ რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა, დავით ერაძემ, ხურმობით დაუსვა და გორგოძისგანაც პასუხი ხუმრობით მიიღო. "იმ ეპიზოდში რუსს მორაგბეს რომ გუდავდი, მტკივნეულზე ხელი თუ დაგირტყა?" - "დავარტყმევინე", - იყო კაპიტნის პასუხი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა რუსეთი 28:14 დაამარცხა.

 *ძიუდოში მტკივნეულ ილეთზე ხელის დარტყმა დანებებას ნიშნავს.

 

ვიდეო; პირველი არხი

დღის ამბები