რაგბი ევროპა ოფიციალურ ვებგვერდზე გუშინ მომხდარ უსიამოვნო ფაქტს გამოეხმაურა -რაგბი ევროპა ბოდიშს უხდის გულშემატკივრებს, მოთამაშეებსა და ქვეყნების რაგბის კავშირებს მომხდარი გაუგებრობის გამო.
"ჩვენი შეცდომა ქულების თანაბარმა რაოდენობამ გამოიწვია, რაც აქამდე არასოდეს მომხდარა,"-ნათქვამია განცხადებვაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მარცხის მიუხედავად რაგბი ევროპის პრეზიდენტმა თასი საქართველოს ნაკრებს გადასცა, შეცდომა კი 1 საათის დაგვიანების შემდეგ გამოსწორდა.