ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა გოლდენ სტეიტმა.
ვორიორსმა ამჯერად საკუთარ მოედანზე ჰიუსტონი ანგარიშით 107:98 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ზაზა ფაჩულიამ მოედანზე 11 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე 2 ქულა, 1 მოხსნა მოაგროვა.
62 მოგებითა და 14 მარცხით გოლდენ სტეიტი NBA-ს ლიდერია. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 3 აპრილს, საკუთარ მოედანზე ვაშინგტონის წინააღმდეგ ჩაატარებს.