მაიამის მასტერსის ფინალში ერთმანეთს როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი დაუპირისპირდებიან. 2017 წელს ეს ჩოგბურთელების მესამე დაპირისპირება იქნება, წინა ორი შეხვედრა ფედერერის გამარჯვებით დასრულდა.
მასტერსის ნახევარფინალში ნადალმა იტალიელი ფაბიო ფონინი 2 სეტში 6:1 ,7:5 დაამარცხა. ფედერერმა კი ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 3 სეტში - 7:6 (11:9), 6:7(9:11), 7:6 (7:5) შეძლო ნიკ კირგიოსის დამარცხება.
ფედერერი-ნადალის ფინალური დაპირისპირება 2 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.