15 ნოემბერი 2024,   16:25
ვრცლად
პსჟ-ს ასაკობრივმა გუნდმა საფრანგეთის თასი 9 წლის ქართველი ფეხბურთელის დუბლის წყალობით მოიგო

საფრანგეთის თასის ფინალში 10-წლამდე ფეხბურთელთა შორის, ერთმანეთს პსჟ-ს და მონაკოს ასაკობრივი გუნდები ლიონის სტადიონზე  დაუპირისპირდნენ. პსჟ-ს ღირსებას ქართველი, 9 წლის სანდრო ქუთათელაძე იცავს, რომელმაც ფინალურ მატჩში დუბლის შესრულება შეძლო და თავის კლუბს ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა - შეხვედრა 2:0 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-ს ასაკობრივი გუნდების ღირსებას ძმები სანდრო და ნიკოლოზ ქუთათელაძეები იცავენ. ნიკოლოზი პარიზული კლუბის 16-წლამდელთა გუნდში ასპარეზობს.

დღის ამბები