ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში ბარსელონამ სევილიას უმასპინძლა და მეტოქე 3:0 დაამარცხა. ლეონელ მესიმ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. არგენტინელმა პირველი გატანილი გოლი სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს მიუძღვნა.
მესიმ სახეზე 2 თითი დაიდო და ტელეკამერას შეხედა, ამ ჟესტით 5 ოქროს ბურთის მფლობელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სიმსივნით დაავადებული ბავშვების მხარდაჭერას. შეგახსენებთ, რომ მესი იმ კამპანიის მხარდამჭერია, რომელიც ბავშვებში სხვადასხვა დაავადებებს ებრძვის. გთავაზობთ ვიდეორგოლს მესის მონაწილეობით.