კონორ მაკგრეგორი UFC-ის გამორჩეული მებრძოლია. 28 წლის ირლანდიელს ისტორიული მიღწევა აქვს - ის UFC-ის ჩემპიონია მსუბუქ და ნახევრად მსუბუქ წონაში, აქამდე არც ერთ მებრძოლს არ გაუერთიანებია ორი ტიტული შერეულ ორთაბრძოლებში. მაკგრეგორს ეკუთვნის ყველაზე სწრაფი გამარჯვება, მან ჟოზე ალდო მე-13 წამზე დაამარცხა. ვიდეორგოლში გთავაზობთ მაკგრეგორის გამორჩეულ ორთაბრძოლებს. ასევე, საინტერესო ისტორიას მაკგრეგორის ცხოვრებიდან, სადაც სპორტსმენი გულშემატკივრებს თავისი სიყვარულის შესახებ უყვება.
"8 წელია ერთად ვართ. ურთიერთობის დასაწყისში დუბლინიდან 30 კილომეტრში ვცხოვრობდით ნაქირავებ ბინაში და 188 ევროს ოდენობის სოციალური დახმარება ჩვენი ერთადერთი შემოსავალი იყო. სამსახური არ მქონდა, რადგან მთელ დროს სპორტდარბაზში ვატარებდი. მე მჯეროდა, რომ აუცილებლად გავხდებოდი ჩემპიონი და მასაც ყოველთვის სჯეროდა ამის. ფინანსების უკმარისობის მიუხედავად ცდილობდა ჩემი კვების რაციონი სწორად შეერჩია და რეჟიმის დაცვაში დამხმარებოდა. დამყვებოდა ვარჯიშზე და მამხნევებდა.
ის ყოველთვის მეუბნებოდა "კონორ, მე ვიცი, შენ ყველაფერს შეძლებ!"
ახლა მე მილიონებს გამოვიმუშავებ, თავს ყველანაირი ავტომობილისა და ტანსაცმლის ყიდვის უფლება შემიძლია მივცე და ვიცი, ის კიდევ უფრო მეტს იმსახურებს ჩემგან, რადგან დღემდე გვერდში მიდგას და ისევ მეუბნება, რომ მე ყველაფერს შევძლებ," - იხსენებს მაკგრეგორი.
წყარო: დრო მიდის, კადრები კი რჩება.