ბარსელონას ერთ-ერთი ლიდერი ნეიმარი, ლა ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა და ბრაზილიელი ფეხბურთელი გუნდს სოსიედადთან, რეალთან და ოსასუნასთან გასამართ მატჩებში ვერ დაეხმარება.
ნეიმარმა წითელი ბარათი გასულ ტურში მალაგასთან 2:0 წაგებულ შეხვედრაში მიიღო და მსაჯის გადაწყვეტილება ირონიული ტაშით შეაფასა. სწორედ ამ ქმედების გამო დაისაჯა ფეხბურთელი.
ბარსელონას სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს. ელ კლასიკო კი 23 აპრილს სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება.