დღეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის ორი შეხვედრა გაიმართება. იუვენტუსი ბარსელონას უმასპინძლებს, დორტმუნდის ბორუსია კი მონაკოს. სათამაშო დღის ცენტრალური მატჩი რა თქმა უნდა ტურინში გასამართი შეხვედრაა.
ბარსელონა იტალიაში საკადრო დანაკლისით ჩავიდა – ტრავმირებულნი არიან ალეშ ვიდალი, არდა თურანი და რაფინია, ხოლო სერხიო ბუსკეტსი დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს. იუვენტუსი კი მეტოქეს საბრძოლო შემადგენლობით დახვდება, ბებერ ქალბატონს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი - მარკო პიაცა დააკლდება.
აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი - დღეს ერთმანეთს საუკეთესო შეტევის და დაცვის მქონე გუნდი დაუპირისპირდება. ბარსელონას მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი, იუვენტუსს კი ყველაზე ნაკლები გაშვებული.
გთავაზობთ, გუნდების სავარაუდო შემადგენლობებს UEFA-ს მიხედვით;
იუვენტუსი - ბუფონი; დანი ალვეში, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო, პიანიჩი, ხედირა, კუადრადო, დიბალა, მანჯუკიჩი, იგუაინი.
ბარსელონა - ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი, ჟორდი ალბა, რაკიტიჩი, მასკერანო, ინიესტა, მესი, სუარესი, ნეიმარი.
შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.