ესპანური მედიის ცნობით, მალაგასთან 2:0 წაგების შემდეგ ბარსელონას ლიდერმა ლიონელ მესიმ კლუბის ხელმძღვანელობას თავისი "შავი სია" წარუდგინა.
მესის აზრით, ჟერემი მატიე, ანდრე გომეში და დენის სუარესი არ უნდა იცავდნენ ბარსელონას ღირსებას. მესი ლუის ენრიკესაც საყვედურობს - არგენტინელის აზრით, მწვრთნელმა მალაგასთან არასწორი ძირითადი შემადგენლობა დააყენა და შედეგად ბლაუგრანამ სატურნირო ცხრილში რეალთან ქულებით გათანაბრების შანსი დაკარგა.
გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ ბარსელონას ფეხბურთელები. მათი თქმით, კლუბში არანაირი "შავი სია" არ არსებობს და გუნდი ერთიანია.
დღეს ბარსელონა ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად იუვენტუსის წინააღმდეგ ითამაშებს. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.