მიუნხენის ბაიერნის მეკარემ, მანუელ ნოიერმა რეალის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ფეხი მოიტეხა.
ნოიერმა დაზიანება 109-ე წუთზე რონალდოს მესამე გოლის დროს, სწორედ პორტუგალიელთან შეჯახებისას მიიღო და დარჩენილი დრო ტრავმით ითამაშა. მიუნხენში ნოიერი დეტალურ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც ცნობილი გახდება გერმანელის საბოლოო დიაგნოზი და გამოჯანმრთელების ვადა.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალმა ბაიერნი დამატებულ დროში 4:2 დაამარცხა (2 მატჩის ჯამში 6:3) და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში იასპარეზებს.