03 ოქტომბერი 2024,   17:21
ვრცლად
პრეზიდენტი მხატვარ თემო ჯაფარიძის ნამუშევრების გამოფენას სტუმრობდა

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ცნობილი ქართველი მხატვრის, თემო ჯაფარიძის პერსონალურ გამოფენას პრეზიდენტი ოჯახის წევრებთან ერთად ეწვია.

მარგველაშვილმა მხატვრის შემოქმედებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „თემო ჯაფარიძე იყო გამორჩეული პიროვნება ჩვენს საზოგადოებაში და არჩვეულებრივი მხატვარი. ამავე დროს იყო მოაზროვნე ლიტერატორი, რომელიც ხელოვანისთვის ურთულეს პერიოდში იყო გამორჩეული თავისი მორალური და მოქალაქეობრივი პოზიციით,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.

გამოფენას დღეს საქართველოს პრეზიდენტი პირველ ლედისთან ერთად ესწრებოდა.

დღის ამბები