03 ოქტომბერი 2024,   17:29
ვრცლად
ოჯახური ძალადობის შემსწავლელ უწყებათაშორისო კომისიას პრემიერი უხელმძღვანელებს

ამ კვირის განმავლობაში საქართველოში ქალებზე ძალადობის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. 

ლიმონა ალაზოვა ქმრის ნათესავებმა სცემეს და ის ამ დრომდე საავადმყოფოში წევს. სოფელში დაბრუნების შემთხვევაში, შესაძლოა, მის სიცოცხლეს საფრთხე კიდევ დაემუქროს, რადგან სოფლის მამაკაცები კიდევ ემუქრებიან, რადგან ქმრის ღალატს აბრალებენ.   

კიდევ ერთი ფაქტია მოქცეული იურისტების და არასამთავორბო ორგანიზაციების ყურადღების ცენტრში. ისიც საგარეჯოს რაიონში მოხდა და საქმე ეხება  სოფელ მუღალოში 14 წლის არასრულწლოვანის გატაცებას.

გასულ დღეებში სოფელ ლომბალოში სახალხოდ შეურაცხყოფის გამო 30 წლის ახალგაზრდა ქალმა თავი მოიკლა.

ვერც ამ და ვერც სხვა, ბოლო დღეების განმავლობაში მომხდარ, შემთხვევებში ადგილობრივები დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავენ.

მთავრობაში აღიარებენ, რომ ქალებზე ძალადობის მხრივ საქართველოში მძიმე მდგომარეობაა.

ბოლო დროს მომხდარ შემთხვევებს დღეს იუსტიციის მინისტრი გამოეხმაურა. თეა წულუკიანის განცხადებით, უნდა შეიცვალოს უწყებათაშორისი კომიის შემადგენლობა, რომელიც სწორედ მსგავს საკითხებზე მუშაობს და ის პიორადად პრემიერ-მინისტრს უნდა დაექვემდებაროს.

დღის ამბები