03 მაისი 2024,   17:01
ვრცლად
თავდასხმა გუგეშაშვილებზე - გამოძიებამ სახლში მესამე პირის დნმ-ის კვალი აღმოაჩინა

დოდო გუგეშაშვილის სახლში გამოძიებამ მესამე პირის დნმ-ის კვალი აღმოაჩინა. უკვე შემოწმებულია 80-მდე ადამიანი, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის ეჭვმიტანილი არ არის.

ასევე, გამოძიებას ამოღებული აქვს გუგეშაშვილის მობილურ ტელეფონზე შესული ზარების შესახებ ინფორმაცია.

გამოძიების მიმდინარეობის პროცესს ადვოკატი დღის ბოლოს პოლიციის მთავარ სამმართველოში გაეცნო.

„არის მოსული დასკვნები ექსპერტიზების, დნმ-ის ანალიზი, არის სატელეფონო საუბრების დროის და ადგილის მითითება. დნმ-ის ანალიზი რასაც იძლევა აღმოჩნდა სხვა პიროვნებისაც. როდესაც მოხდება ამ ადამიანის მიგნება და მე იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდება და დნმ-ს ანალიზი დაემთხვევა, ეს იქნება უკვე უტყუარი მტკიცებულება,“-განაცხადა ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები