03 ოქტომბერი 2024,   17:30
ვრცლად
„ძალადობის შემცველ დანაშაულს საზოგადოებამ ნულოვანი ტოლერანტობა უნდა გამოუცხადოს“- ომბუდსმენის წარმომადგენელი

სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს ყველა ისეთ შემთხვევას, რომელიც ძალადობის ფაქტებს შეიცავს. როგორც „კურიერის“ სტუმარმა სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა, ეკა სხილაძემ განაცხადა, ხელისუფლება ახდენს სახალხო დამცველის რეკომენდაციებზე რეაგირებას. თუმცა, მომხდარი ფაქტები აჩვენებს, რომ არსებული ღონისძიებები საკმარისი არ არის.

ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა, ეკა სხილაძემ დღეს "კურიერში" ისაუბრა. 

„სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა შესაბამის ორგანოებს, ასევე შსს-ს, შემუშავებულიყო ერთიანი სტრატეგია, რომელიც იმუშავებდა უწყებათაშორისი კოორდინაციით და მოხდებოდა ასეთ შემთხვევევბზე შესაბამისი რეაგირება. ერთ-ერთი მთავარი კი არის ის, რომ ასეთ დანაშაულებს უნდა გამოვუცხადოთ ნულოვანი ტოლერანტობა,“ - აცხადებს ეკა სხილაძე. 

დღის ამბები