20 ნოემბერი 2024,   09:33
ვრცლად
ქიმიური თავდასხმა სოლსბერიში - აშშ-დან გაძევებული რუსი დიპლომატები სამშობლოში ბრუნდებიან

შეერთებული შტატებიდან გაძევებული რუსი დიპლომატები სამშობლოში ბრუნდებიან. დიპლომატიური მისიის წარმომადგენლების ორივე თვითმფრინავი ვაშინგტონის აეროპორტიდან რამდენიმე საათის წინ აფრინდა.

სოლსბერიში ქიმიური თავდასხმის გამო, ვაშინგტონმა 60 დიპლომატი და დაზვერვის ოფიცერი გააძევა და სიეტლში რუსეთის გენერალური საკონსულო დახურა. დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებმა ქვეყანა ოჯახის წევრებთან ერთად დატოვეს.

შეერთებულ შტატებთან ერთად სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო, დიპლომატიური სანქცია რუსეთს კიდევ 28 ქვეყანამ დაუწესა, მათ შორის საქართველომაც. მოსკოვში დასავლეთის კოორდინირებულ პასუხს მიუღებლად მიიჩნევენ. მარია ზახაროვას თქმით, დასავლეთის საბოლოო მიზანი რუსეთში დაგეგმილი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ჩაშლაა.

დღის ამბები