20 ნოემბერი 2024,   11:20
ვრცლად
სტრატეგიის არქონა მიანიშნებს, რომ ოპოზიციაში ერთიანობა არ არის -  ვახტანგ ჩოჩია

ოპოზიციის არ არსებულ გეგმებზე საუბრობს მმართველი გუნდი. როგორც "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, სტრატეგიის არქონა მიანიშნებს, რომ ოპოზიციაში ერთიანობა არ არის.

მათივე განმარტებით, ოპონენტების მთავარი მიზანი სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვა და თბილისის გადატვირთვაა.

"არჩევნებიდან ფაქტობრივად ერთი თვე გავიდა, ოპოზიციის მხრიდან კი მხოლოდ დაპირებებს ვისმენთ, რომ ისინი კონკრეტულ გეგმას წარადგენენ ქართული საზოგადოების წინაშე. როგორც ვხედავთ, მათი გეგმაა ჩუჩაში გასვლა და კონკრეტული ქუჩების პიკეტირება და რეალურად არანაირი სტრატეგია არ წარუდგენიათ. შესაბამისად, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ოპოზიციას არ აქვს ერთიანობა და ამასთან, მათ არანაირი მტკიცებულება არ გააჩნიათ არჩევნების დარღვევასთან დაკავშირებით", - განაცხადა ვახტანგ ჩოჩიამ.

დღის ამბები