21 დეკემბერი 2024,   15:55
ვრცლად
დედაქალაქის განვითარების გენერალური გეგმა - მერიის გადაწყვეტილება დღეს უნდა გახდეს ცნობილი 

გააგრძელებს თუ არა თბილისის გენერალურ გეგმაზე მუშაობს „სითი ინსტიტუტი“ დღეს უნდა გახდეს ცნობილი. არ არის გამორიცხული დედაქალაქის მერიამ კომპანიასთან კონტრაქტი გაწყვიტოს.

გადაწყვეტილების  მიღებამდე თბილისის საკრებულოში, მერიის წარმომადგენლები კომპანია "სითი ინსტიტუტის" წევრებს შეხვდებიან. რის შემდეგაც ქალაქის მერი, სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას მედიის წარმომადგენლებს გააცნობს.  

„არის გარკვეული საკითხები, რომელიც გადასაწყვეტია. არის საუბარი რამდენად განხორციელებადია არის ეს პროექტი, რამდენად შესაძლებელია იმ სახით განხორციელება, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ და ხომ არ არის კიდევ სამუშაო იმისთვის, რომ ქალაქის მერიას ჰქონდეს ზუსტი ინსტრუმენტები მისი განხორციელებისათვის,“-განაცხადა „სითი ინსტიტუტი საქართველოს” გენერალური დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ.

ოპოზიცია დედაქალაქის მთავრობას დოკუმენტის დამტკიცების მიზანმიმართულ გაჭიანურებაში ადანაშაულებს და იმ მილიონებზე საუბრობს, რომელიც მერიამ გენგეგმის პროექტზე უკვე დახარჯა.

 „მარტივად არის სიტუაცია, ან ვიღებთ გენერალურ გეგმას და ვაჩერებთ იმ ქაოტურ მშენებლობას, რაც დედაქალაქში მიმდინარეობს ანდა ვაგრძელებთ დედაქალაქის დამახინჯებას, ისევე როგორც ამას აკეთებდნენ მათ შორის წინა მერები. ამ შემთხვევაში თუ გენერალურ გეგმას არ მიიღებს დედაქალაქის მთავრობა, „ქართული ოცნების“ მიერვე შერჩეულ კომპანიას, რომელსაც 2 მილიონ ლარზე მეტი გადავუხადეთ ფაქტობრივად წყალში გადავყრით, გაგრძელდება მაფიოზურ, კლანურ, კორუფციული გარიგებები, დედაქალაქის მთავრობასა თუ სხვა თანამდებობის პირებს შორის,“-აცხადებს ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი.

დღის ამბები