20 ნოემბერი 2024,   09:25
ვრცლად
საკადრო ცვლილებები ინფრასტრუქტურის სამინისტროში - ცქიტიშვილმა საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების ახალმა მინისტრმა პირველი საკადრო ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

მაია ცქიტიშვილის გადაწყვეტილებით, თანამდებობას საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი გიორგი სეთურიძე ტოვებს.

ცნობილია, სეთურიძის შემცვლელის ვინაობაც, მას ირაკლი ქარსელაძე შეცვლის. 

გავრცელებული ინფორმაციით , სამინისტროს ყველაზე მსხვილი დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი, ირაკლი ქარსელაძე ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია.

ქარსელაძე დღემდე სწორედ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში მენეჯერად მუშაობდა, მათ შორის იყო იმ კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც სოლოლაკში პროექტს "პანორამა თბილისს" ახორციელებს. სეთურიძე მუშაობას კერძო სექტორში გააგრძელებს.

დღის ამბები