20 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
"ივანიშვილს სურს 1.2 მილიარდი იყოს უშუალოდ მის დაქვემდებარებაში" - ენმ ინფრასტრუქტურის სამინისტროში განხორციელებულ ცვლილებებზე საუბრობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი სეთურიძის გათავისუფლებას და მის ადგილზე ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირის, ირაკლი ქარსელაძის დანიშვნას „ნაციონალური მოძრაობა“ ეხმაურება.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტროში მინისტრის მეექვსედ ცვლილება და ამ უწყებაში ივანიშვილთან დაახლოებული პირების დანიშვნა მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროში ყოფილ პრემიერს საკუთარი ინტერესები აქვს.

„ეს არის მეექვსე ინფრასტრუქტურის მინისტრი, რომელიც „ქართული ოცნების“ პირობებში გამოიცვალა და თითქმის ყველა წარსულ ჯერზეც საუბარი იყო არსებულ კორუფციაზე, თუმცა არცერთ შემთხვევაში არ დამდგარა ამა თუ იმ ყოფილი მინისტრის თუ მის დაქვემდებარებაში მყოფი პირის პასუხისმგებლობის საკითხი. ეს ნიშნავს იმას, რომ რეალურად „ქართულ ოცნებას“ არ აქვს სურვილი, რომ გააკონტროლოს კორუფცია, უბრალოდ ბიძინა ივანიშვილს სურს 1.2 მილიარდი ლარი იყოს უშუალოდ მის დაქვემდებარებაში“-აცხადებს თინა ბოკუჩავა.

ამავე თემაზე
დღის ამბები