საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი სეთურიძის გათავისუფლებას და მის ადგილზე ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირის, ირაკლი ქარსელაძის დანიშვნას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეხმაურებიან.
მმართველ გუნდში საკადრო ცვლილებას უწყების შიდა საქმეს უწოდებენ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის თქმით, პარლამენტის კომპეტენცია მხოლოდ მინისტრების საქმიანობის შეფასებაა და არა მის გადაწყვეტილებებში ჩარევა.
„ეს არის სამინისტროს შიდა საქმე კონკრეტული დეპარტამენტის ხელმძღვანელს ვის დაასახელებს ახალი მინისტრი. ასე რომ, მინისტრის საქმიანობაში ჩვენ არ ვერევით. აი, უკვე შემდგომ, როდესაც მინისტრი შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს მის მიერ გაკეთებული საქმიანობის კუთხით შეგვიძლია შეფასებები გავაკეთოთ“-აცხადებს მათიკაშვილი.