06 ოქტომბერი 2024,   10:57
ვრცლად
„ევროპულ საქართველო“ პენსიის 50 ლარით გაზრდას ითხოვს 

„ევროპული საქართველო“ პენსიის გაზრდას ითხოვს. ინიციატივა დავით ბაქრაძემ ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კონტუათში მცხოვრებ პენსიონერებს გააცნო.

ადგილობრივები ამბობენ, რომ პენსია საკვებ პროდუქტებზე და მედიკამენტებზეც კი არ ყოფნით.

დავით ბაქრაძის განცხადებით, საპენსიო რეფორმის ფარგლებში პენსიონერებს წელსვე უნდა გაეზარდოთ პენსია 50 ლარით.

„ნებისმიერი საუბარი გრძელვადიან საპენსიო რეფორმაზე არის ადამიანების მოტყუება, თუ დღევანდელი პენსიონერებისთვის წელსვე არ მოხდა პენსიის ზრდა 50 ლარით. ამის რესურსი არსებობს, „ევროპულ საქართველოს“ აქვს კონკრეტული გეგმა და საბიუჯეტო გათვლები, როგორ შეიძლება რომ უკვე წელს, შემოდგომაზე პენსია გაიზარდოს 50 ლარით,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები