21 დეკემბერი 2024,   18:00
ვრცლად
ხმაური ვაგზლის მოედანზე - მოვაჭრეები გარე ვაჭრობის დაშვებას ითხოვენ

ხმაური ვაგზლის მოედანზე. მოვაჭრეები გარე ვაჭრობის დაშვებას ითხოვენ, დედაქალაქის მერია კი, რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს. ვაგზლის მოედანზე ხმაური  მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების გამოჩენას მოჰყვა. გარემოვაჭრეებს ტერიტორიის დატოვებს საქალაქო სამსახურის მონიტორები სთხოვდნენ თუმცა, მოვაჭრეები ამბობენ, რომ ჯარიმების მიუხედავად, საქმიანობას არ შეწყვეტენ.

გარემოვაჭრეებმა დღეს ვაგზლის მოედანზე გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. დედაქალაქის მერიას ისინი ალტერნატიული სავაჭრო ფართის გამოყოფას სთხოვენ. მანამდე კი გარევაჭრობის შეწყვეტას არ აპირებენ. იმ შემთხვევაში თუ მერია მათ დააჯარიმებს, პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ.

გარევაჭრობასთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს თბილისის მერია. კანონპროექტში, რომელიც უკვე პარლამენტშია გადაგზავნილი, საქონლის ჩამორთმევასთან ერთად, ჯარიმების 150%-ით გაზრდაა დაგეგმილი.

კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. მისი დამტკიცებამდე მერიასა და გარემოვაჭრეებს შორის ალტერნატიულ სავაჭრო ფართზე მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს.

დღის ამბები