20 ნოემბერი 2024,   09:31
ვრცლად
"RMG Gold"-ის საქმიანობით გარემოსთვის მიყენებული ზიანი - საკითხის განხილვა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე "RMG Gold"-ის საქმიანობის განხილვა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა.

ერთმანეთს კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და საპარლამენტო ოპოზიციის წევრების რამდენიმეჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

„რატომ არ ესწრება სხდომას თქვენი დეპუტატი , თქვენი პარტიის წევრი, ბატონი კობა ნაყოფია, რომელიც წლების განმავლობაში ფლობდა ამ კომპანიას, ამ კომპანიის დირექტორი იყო და დღესაც მეწილეა ამ კომპანიის, მაშინ როდესაც ის პარლამენტის წევრი იყო, მაშინ როდესაც ევროპული საქართველოს წევრი, კაკო ბობოხიძე ამ კომიტეტის წევრი იყო,  მიიღეთ კანონი რომლის მიხედვითაც პასუხისმგებლობა ყველა დარღვევაზე ჩამოაწერეთ ამ კომპანიას“-განაცხადა კუჭავამ.

კუჭავას ამ ბრალდებას თინა ბოკუჩავამ უსინდისო ტყუილი უწოდა. რაზეც კუჭავამ საპასუხო რეპლიკით უპასუხა.

„ქალბატონო თინა, დაწყნარდით და დამასრულებინეთ ჩემი საუბარი,“- მიმართა კუჭავამ ბოკუჩავას.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დათაშვილის განცხადებით, სამინისტროს მუდმივი დაკვირვების ქვეშ ჰყავს აყვანილი ამ ტერიტორიაზე არსებული დარღვევები.

„ორიენტირებული ვართ შედეგზე, გვინდა პრობლემების აღმოფხვრა და ორიენტირებული ვართ შედეგზე და არა პოპულიზმზე“-განაცხადა დავითაშვილმა.

სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად და შემდეგ ფიზიკურად "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე და "მწვანეთა პარტიის" ლიდერი გია გაჩეჩილაძე დაუპირისპირდნენ.

დღის ამბები