20 ნოემბერი 2024,   09:42
ვრცლად
ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში გაუარესებული არ არის - მმართველი გუნდი სააკაშვილს პასუხობს 

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართვას ეხმაურებიან. 

მიხეილ სააკაშვილმა დღეს ვიდეომიმართვაში  აღნიშნა, რომ ის საქართველოში დაბრუნებას და იმ დაპირებების შესრულებას აპირებს, რომელსაც ის მოსახლეობას აძლევს. მან ასევე, მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა.

მიხეილ სააკაშვილის მიერ გამახვილებულ პრობლემებზე მმართველ გუნდშიც საუბრობენ.  გია ჟორჟოლიანი ადასტურებს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესებული არ არის.

მიხეილ სააკაშვილის აღნიშნულ ვიდეომიმართვას პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ეხმაურება და სამართლებრივ მექანიზმებზე საუბრობს.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ მდივნისთვის, ლევან გოგიჩაიშვილისთვის მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილი მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს.

მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა დღეს გაავრცელა, სადაც იმ მძიმე სოციალურ ფონზე საუბრობს, რომელიც საქართველოშია. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას აქვს კონკრეტული გეგმა როგორ გაუმჯობესდეს სოციალური მდგომარეობა.

სააკაშვილის თქმით, ხელისუფლების შეცვლისთანავე უნდა გაიზარდოს მასწავლებლების ხელფასი, ხოლო პოლიციელთა მინიმალური ხელფასი 2000 ლარი უნდა გახდეს. მისივე განცხადებით, პენსია უნდა გახდეს 400 ლარი.

დღის ამბები