20 ნოემბერი 2024,   09:20
ვრცლად
RMG GOLD-ისა და ხელისუფლების გარიგება - გაერთიანებული ოპოზიცია სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები საყდრისში იმყოფებოდნენ. მათ ის ტერიტორია დაათვალიერეს, რომელიც აუქციონზე იჯარით აიღეს. ოპოზიცია RMG GOLD-ისა და ხელისუფლების გარიგებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კომპანია სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უკანონო საქმიანობას აწარმოებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას განცხადებით, ტერიტორიის დათვალიერებისას ნათელი ხდება, რომ კომპანია სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიას საკუთარი ინტერესების მიხედვით იყენებდა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.

„წლების განმავლობაში RMG აწარმოებს სახელმწიფო კუთვნილებაში არსებულ ტერიტორიაზე უკანონო საქმიანობას ეს მიზეზი საკმარისია, რომ დღეს დღის ბოლომდე ნებისმიერმა დამწყებმა პროკურორმა აღძრას სისხლის სამართლის საქმე“ - განაცხადა მელიამ.
„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, „RMG“-ის მამოძრავებელი მთავარი ღერძი იმ ტერიტორიაზეა განთავსებული, რომელიც სწორედ იმ 16 ჰექტარში შედის რაც აუქციონზე გაერთიანებულმა ოპოზიციამ იჯარით აიღო.

ვაშაძის თქმით, ის ფაქტი, რომ ამ ტერიტორიაზე RMG ამ ხნის მანძილზე საქმიანობდა მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლებასთან არის გარიგებაში.

„ მთავარი ღერძი მათი წარმოების აბსოლუტურად უკანონოდ დგას ამ ტერიტორიაზე, ეს მიუთითებს RMG-ისა და ხელისუფლების უკანონო გარიგებას“ -აცხადებს ვაშაძე.

ინტერპარტიული ჯგუფის წევრები დმანისში დამოუკიდებელ ამზომველებთან ერთად ჩავიდნენ. ოპოზიციას უნდა გაარკვიოს ზუსტად სად მდებარეობს ის 16 ჰექტარი მიწის ფართობი, რომელიც აუქციონზე იჯარით აიღეს.

დღის ამბები