20 ნოემბერი 2024,   09:41
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში მოხსენებით 2 მაისს წარსდგება

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 2 მაისს წარსდგება.

როგორც რუსთავი2-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, საბოლოო თარიღთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციასა და საკანონმდებლო ორგანოს შორის კომუნიკაცია დღეს შედგა.

პრეზიდენტი საგაზაფხულო სესიის მეორე ნახევარში წელს პირველად წარსდგება. 2017 წელს საქართველოს პრეზიდენტი მოხსენებით 8 აპრილს გამოვიდა, 2016 წელს 3 თებერვალს, 2015 წელს 31 მარტს და  2014 წელს 21 თებერვალს. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პარლამენტში გიორგი მარგველაშვილის გამოსვლის თარიღად 2 მაისი მისი უცხოეთში დაგეგმილი ვიზიტების გამო გადაწყდა.

თარიღთან დაკავშირებთ განსხვავებული პოზიცია აქვთ ქართულ ოცნებაში. თუ რას აცხადებენ მმართველ გუნდში, ნახეთ კურიერში 18:00 საათზე.  

დღის ამბები