20 ნოემბერი 2024,   09:16
ვრცლად
ბევრი კითხვა ისმება ადამიანის მიმართ, რომელსაც, პრაქტიკულად, პასუხისმგებლობა არაფერზე გააჩნია - გია ვოლსკი პრეზიდენტზე

„საერთოდ, ბევრი კითხვა ისმება ადამიანის მიმართ, რომელსაც, პრაქტიკულად, პასუხისმგებლობა არაფერზე გააჩნია, ამბიცია და პოპულიზმის შესაძლებლობა კიდევ უკიდეგანო აქვს,“ - ეს განცხადება ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა, გიორგი ვოლსკიმ, საქართველოს პრეზიდენტის შესახებ გააკეთა.

გიორგი მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური მოხსენებით 2 მაისს წარსდგება.

„არა მგონია, ამ გამოსვლამ, შინაარსმა, ტექსტმა ან რაიმე მისმა ფილოსოფიურმა შეხედულებებმა რაიმე დახმარება გაუწიოს მას, თუკი იგი აპირებს წინასაარჩევნო მარათონში მონაწილეობის მიღებას. თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ მოსაზრება ეგ იყოს. საერთოდ, ბევრი კითხვა ისმება ადამიანის მიმართ, რომელსაც, პრაქტიკულად, პასუხისმგებლობა არაფერზე გააჩნია, ამბიცია და პოპულიზმის შესაძლებლობა კიდევ უკიდეგანო აქვს,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

განცხადება პრეზიდენტის პარლამენტის წინაშე წარსდგომასთან დაკავშირებით გააკეთა პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნება - კონსერვატორების თავმჯდომარემ, გიგა ბუკიამ.

„უკვე დიდი ხანია, არ ვიცით, რას ფიქრობს პრეზიდენტი. უმრავლესობასთან მას არ ჰქონია არანაირი კონსულტაციები, არც ამ თემასთან დაკავშირებით. პრეზიდენტს აქვს უფლება, მოვალეობა და ვალდებულება, პარლამენტის წინაშე წარსდგეს პოლიტიკური ანგარიშით. ჩვენ ველოდებით მათი მხრიდან დადასტურებულ სურვილს და შეთანხმებას, თუ როდის გადაწყვეტს პრეზიდენტი მოვიდეს პარლამენტის წინაშე,“ - განაცხადა ბუკიამ.

 

დღის ამბები