ოზურგეთში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. ძლიერმა ქარმა ორი დღის წინ 200-მდე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. დაახლოებით 10 სახლი სახურავის გარეშე დარჩა და სასწრაფოდ გადახურვა სჭირდება.
ამ დრომდე სახურავის გარეშეა დარჩენილი დაბა ნარუჯაში ორსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიც, სადაც ოთხი მრავალსულიანი ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას სახლების დროულად გადახურვის პირობა მისცა. რაც შეეხება ქარისგან დაზიანებულ გაზის მილებსა და ელექტროენერგიის ბოძებს - ისინი უკვე შეკეთებულია. ზარალის ზუსტი ოდენობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
„ადამიანებს საცხოვრებელი სახლები აქვთ სახურავის გარეშე ჩვენი სარეზერვო ფონდიდან სანამ სამართლებრივი პროცედურები შესაბამისობაში მოვა ამ ხალხს რომ ყურადღება მივაქციოთ იმით ვართ დაკავებული. დაზიანებულია 200-მდე სახლი, მაგრამ მათ შორის 10 სახლია მძიმე მდგომარეობაში,"-ამბობს ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე.