„სამწუხაროა, რომ გასული წლების მანძილზე სახელმწიფო რესურსები იხარჯებოდა მუდმივად შიდა პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის იმის ნაცვლად, რომ ეს რესურსები მოხმარებოდა ქვეყნის უსაფრთხოებს დაცვას,“- ასე აფასებს პარლამენტის დეპუტატი სალომე სამადაშვილი სუს-ის 2017 წლის ანგარიშს.
მისი თქმით, სახელმწიფოში არ არსებობს შესაძლებლობა, რომ გაუმკლავდეს იმ საფრთხეებს, რომელზეც სუსის ანგარიშშია საუბარი.
„ინსტიტუციური ჩამოშლის შედეგია ჩვენი უშიშროებისა და უსაფრთხოების სექტორის სწორედ ეს პრობლემები და ეს საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაგირებას სახელმწიფოს მხრიდან,“- აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი.