საპარლამენტო უმცირესობის წევრი ოთარ კახიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს აფასებს. კახიძე აცხადებს, რომ სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის ტერორიზმთან ბრძოლა.
კახიძის თქმით გამოსაძიებელია, საქართველოში ჩატარებული „ბუნდოვანი სპეცოპერაცია.“
„გამოსაძიებელია ეს ძალიან ბუნდოვანი სპეცოპერაცია და ამ სპეცოპერაციის წინარე მოვლენები. როგორ მოხვდა ეს ჯგუფი საქართველოში, ვისი მფარველობით მუშაობდა,“-ამბობს კახიძე.
გარდა ამისა, კახიძე თვლის, რომ ქვეყანაში არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა და ეს არის კორუფციის საკითხი.
„ევროპულმა საქართველომ“ ამხილა არაერთი მინისტრი პირდაპირ კორუფციულ გარიგებაში, ინტერესთა კონფლიქტში. აქ არის საუბარი ძალიან სერიოზულ ტენდერებზე და სუსმა სწორედ ამას უნდა მიაქციოს ყურადღება,“- აცხადებს კახიძე.