20 ნოემბერი 2024,   09:32
ვრცლად
შიმშილობის მესამე დღე ბათუმის პორტში - ოპოზიცია ივანიშვილის, მამაცაშვილისა და მამუკა ბახტაძის ინტერესებზე საუბრობს

უკვე მესამე დღეა ბათუმის პორტში, დირექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობის აქცია გრძელდება. მთელი ღამის განმავლობაში ნავსადგურში სამართლადამცველები იყვნენ მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო, გაფიცულ მუშებს ტრანსპორტის ბლოკირებაში ადანაშაულებს, რის საფუძველზეც უწყებამ გამოძიება უკვე დაიწყო. მოშიმშილეები აქციის შეწყვეტას იქამდე არ აპირებენ, ვიდრე ნავსადგურის დირექტორი არ გადადგება.

„უპირობო რაც არის -გადადგეს დირექტორი. დატოვოს თავის თანამდებობა ველოდებით ახალ ხელმძღვანელობას,“ -ამბობს აქციის მონაწილე.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ნავსადგურში, ბიძინა ივანშვილთან და უჩა მამაცაშვილთან დაკავშირებული, ახალი კომპანიის შესვლა იგეგმება და თანამშრომლების უკმაყოფელბა მათი სამსახურიდან დათხოვნის მოტივით ხელოვნურადაა შექმნილი.

„ივანიშვილის ხელისუფლება ცდილობს ხელოვნურად გააკოტროს ბათუმის პორტი, თუ გადახედავთ სტატისტიკას ყოველწლიურად მცირდება ტვირთბრუნვა. ამის უკან დგას ის, რომ ივანიშვილი უჩა მამაცაშვილთან და მამუკა ბახტაძესთან ერთად ცდილობს, ხელში ჩაიგდოს ბათუმის პორტი და ტერმინალი. ამ კომპანიის შესაცვლელად, ცოტა ხნის წინ ბახტაძემ დააანონსა, რომ თითქოს ბათუმის პორტში უნდა აშენდეს სასომხეთის ტერმინალი, რეალურად არანაირი კვლევები არ განხორციელებულა, რომ ასეთი ტერმინალი უნდა აშენდეს... ეს ტურისტული ქალაქისთვის მიუღებელია,“ -აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გია აბულაძე.

დღის ამბები