საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე და ე. წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ, ხელისუფლებას ახალი ინიციატივით მიმართვას.
დავით ბაქრაძის თქმით, მნიშვნელოვანი იყო რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციის დამტკიცება თუმცა ახლა მთავარი სამუშაო წინ არის.
ბაქრაძის შეთავაზებაა, საპარლამენტო უმცირესობამ და უმრავლესობამ ერთობლივი წერილით მიმართონ უცხოელ პარტნიორებს, რათა მოხდეს მათ მიერ დაწესებული სანქციების გათვალისწინება.
რათა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ადგილობრივი დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები, ვინც მონაწილეობენ ქართველთა წინააღმდეგ დანაშაულში ფეხის გადგმა ვერ შეძლონ ოკუპირებული ტერიტორიიდან.
„ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, ვთავაზობთ საპარლამენტო უმრავლესობას მოვამზადოთ ერთობლივი წერილი, რომლითაც მივმართავთ ყველა ჩვენს ძირითად პარტნიორს, აშშ-ს კონგრესს, ევროპარლამენტს, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების პარლამენტებს და ვთხოვთ დაამტკიცონ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია და გაიზიარონ სანქციები რომლის შემოღებას და ინიცირებას აპირებს საქართველო დამნაშავეების მიმართ.
რა თქმა უნდა, ჩვენს შორის არსებობს უამრავი განსხვავება, ჩვენ მიგვაჩნია და დარწმუნებული ვართ, რომ თუნდაც პრემიერის წერილი რუსეთის მიმართ იყო ფუნდამენტური შეცდომა, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჟენევაში ძალიან დიდი პრობლემა ავარიდეთ საქართველოს ოპოზიციის აქტივობით. ეს განსხვავებები რჩება მაგრამ ოთხოზორია-ტატუნაშვილის თემა, დამნაშავეების დასჯა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა არის ის საკითხი, სადაც ჩვენ მზად ვართ ერთად დავდგეთ და ერთად დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის და ქვეყნის ინტერესები“,-განაცხადა ბაქრაძემ.