20 ნოემბერი 2024,   09:28
ვრცლად
"ეს ხელისუფლება ხალხის ხელისუფლება არ არის" - "ენმ-ის" ლიდერები სოფელ ხიბულას მცხოვრებლებს ხვდებიან

„ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. ამ წუთებში პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიბულას მცხოვრებლებს ხვდებიან.

ნიკა მელიამ და პარტიის სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მურთაზ ზოდელავამ ადგილობრივებს პროგრამის ის ნაწილი წარუდგინა, რომლის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პენსია 400 ლარი გახდება.

„ხობის გამგებელს აქვს 10 ტონა ბენზინი თავის თავზე გამოწერილი. 10 ტონა ბენზინი არის, ალბათ, საკმარისი, რომ მთელ სამეგრელოში მთლიანად ეყოს, რომ სპეცტექნიკა შემოიყვანონ და ფაროსანასთან საბრძოლველად აპრობირებული საშუალებები გამოიყენონ. მიუხედავად ამისა, ერთი ჩინოვნიკი მოიხმარს ამხელა რესურსს. ადამიანები აქ ბედის ანაბარა არიან დატოვებულები. როგორც ჩანს, თუ რამე მკვეთრად არ შეიცვალა, დადგება იგივე შედეგი, მთელ მოსავალს ისევ ფაროსანა მოიმკის,“- განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

„ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინეს.

„არ არსებობს არცერთი სოფელი, ქალაქი, რაიონული ცენტრი, სადაც მე პირადად, უკანასკნელი დღეების განმავლობაში მინახავს კმაყოფილი მოქალაქე. ეს ხელისუფლება ხალხის ხელისუფლება არ არის და ის რაც შეიძლება მალე უნდა გავუშვათ სახლებში,“- განაცხადა ნიკა მელიამ.

 

 

 

 

 

დღის ამბები