20 ნოემბერი 2024,   09:18
ვრცლად
მუხთარლის საქმე და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების საქმიანობა - უტიაშვილი სუს-ის ანგარიშის შემდეგ გაჩენილ კითხვებზე საუბრობს

”საქართველოს რეფორმების ასოციაციის” დამფუძნებელი შოთა უტიაშვილი, იმ საკითხებზე საუბრობს, რომლის ირგვლივაც სუს-ის 2017 წლის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ მას კითხვები გაუჩნდა.

პირველ საკითხად უტიაშვილი მუხთარლის საქმეს ასახელებს და აინტერესებს რატომ არ მოხვდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე უსაფრთხობის სამსახურის ანგარიშში.

ასევე უტიაშვილის თქმით, თუ ანგარიშში ნათქვამია, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები მოქმედებენ საქართველოს ტერიტორიაზე და აზიანებენ ქვეყნის ინტერესებს, რატომ არავინ არის მხილებული მათთან კავშირში.

„საფრთხეები ვიტყოდი, რომ სწორად არის დანახული, მაგრამ ორი შენიშვნა მექნებოდ. პირველი გასულ წელს, რომელსაც ეს დოკუმენტი აფასებს, თუ რამემ დარტყმა მიაყენა საქართველოს უსაფრთხოებას მის ავტორიტეტს, მის პრესტიჟს იყო მუხთარლის საქმე. ამ თემაზე დოკუმენტში სიტყვა არ არის დაძრული. რეაგირების ნაწილში, მაგალითად თუ არის საფრთხე რომ უცხო სახელმწიფოები ეწევიან საქართველოში სადაზვერვო საქმიანობას, ძირგამომთხრელ საქმიანობას და ბევრ საფრთხეს უქმნიან ქვეყანას, რატომ არ გვაქვს არცერთი შემთხვევა, რომ ვინმე ამგვარ საქმიანობაში იყო მხილებული,“ - ამბობს უტიაშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის ანგარიშში ქვეყნისთვის მთავარ გამოწვევად ოკუპანტი ქვეყანა და ოკუპრებულ რეგიონებში ანექსიის პროცესი, ასევე უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მუშაობა სახელდება.

დღის ამბები