საქართველოს ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტი, სახელმწიფო უსაფრთხოების ანგარიშში სწორად დასმულ აქცენტებზე საუბრობს, თუმცა დავით სიხარულიძე ამბობს, რომ პრობლემად ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის არ არსებობა რჩება.
დავით სიხარულიძის თქმით, ქვეყანაში არ არის ორგანო, რომელიც სუს-ის ანგარიშში წარმოდგენილ საფრთხეებს წინაღობას გაუწევს.
„რუსეთის სპეცსამსახურებისგან მომდინარე საფრთხეები სწორად არის აღნიშნული დოკუმენტში. ასეთი საფრთხეებისთვის წინაღობის გაწევა არის სახელმწიფოს ვალდებულება. ეს უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკა, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა.
სამწუხაროდ, სერიოზული პრობლემა რჩება, არ არსებობს არც ერთი ორგანო, რომელიც მუშაობს ამ საკითხებზე, რომელიც შეიმუშავებს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკას და განახორციელებს მას.
იყო ორი საბჭო, ეს საბჭოები აღარ არის. არც ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტი გვაქვს დღეს“-აცხადებს დავით სიხარულიძე.