„ჩვენ ნატო-ს გაფართოებაზე ვაგრძელებთ განხილვას და ნატო-ს პოზიციაა - ღია კარის პოლიტიკა. რა თქმა უნდა, როდესაც საქართველო, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყანა, შეასრულებს ყველა საჭირო მოთხოვნას, ნატო მზად იქნება ამ გადაწყვეტილების მისაღებად,”-ამის შესახებ განცხადება ლატვიის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. რაიმონდს ვეიონისმა არ გამორიცხა რომ საქართველო უახლოეს მომავალში გახდეს ნატოს წევრი.
„შესაძლოა საქართველო უახლოეს მომავალში მიუერთდეს ნატო-ს. ლატვია და ბალტიისპირეთის ყველა ქვეყანა მხარს უჭერს ამ აქტიურობას და დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო ყველა დავალების შესასრულებლად მზადაა,“-განაცხადა რაიმონდს ვეიონისმა.
ნატო-ს გაფართოებასა და ღია კარის პოლიტიკაზე ისაუბრა ესტონეთის პრეზიდენტმაც.
„ესტონეთი ის ქვეყანაა, რომელიც როგორც ნატო-ს, ასევე ევროკავშირის კონტექსტში უჭერს მხარს ღია კარის პოლიტიკას და მხარს ვუჭერთ ყველას, ვისაც ნატო-ში გაწევრიანების სურვილი აქვს,“-განაცხადა კერსტი კალიულაიდიმ.