20 ნოემბერი 2024,   09:17
ვრცლად
უკანონო მშენებლობა თბილისში - ოპოზიციის ინფორმაციით, 300 არაგველზე სასტუმრობს "ქართული ოცნების" დეპუტატი აშენებს

ოპოზიცია თბილისში მიმდინარე კიდევ ერთი მასშტაბური მშენებლობის უკან „ქართული ოცნების“ ინტერესებზე საუბრობს.

ოპოზიციის ინფორმაციით, 300 არაგველის ქუჩაზე სასტუმროს პარლამენტის დეპუტატი, "ქართული ოცნების" წევრი ისკო დასენი აშენებს.

მათივე მტკიცებით, იმისთვის რომ სასტუმრო 20-სართულიანი იყოს სწორედ ამიტომ შეეცვალა არსებულ მიწის ნაკვეთს ზონალური სტატუსი და გაიზარდა იქ მშენებელობის კოეფიცინეტიც. ოპოზიცია მერს რეაგირებისკენ და მსგავსი მშნებლობების აკრძალვისკენ მოუწოდებს.

„ისევ მიმდინარეობს უკანონო მშენებლობები. 300 არაგველზე „ქართული ოცნების“ დეპუტატი ისკო დასენის და მისი ოჯახის წევრის, შვილის , ბიზნესინტერესების გამო ფაქტობრივად საკრებულომ სპეციალური ზონალური შეთანხმება გააფორმა, რაც გულისხმობს იმას,რომ სადაც მაღალსართულიანი შენობის მშენებლობა არ შეიძლება, ამ ადამიანებისთვის გაიცა ნებართვა, მათ 20-სართულიან შენობაზე მეტის მშენებლობის ნებართვა მიიღეს,“-ამბობს საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი.

მისი თქმით, სანამ გენერალურ გეგმას არ მიიღებს დედაქალაქის მერია, მსგავსი უკანონო მშენებლობები კვლავ გაგრძელდება.

დღის ამბები