რუსეთის აგრესიული ქმედებები საქართველოსა და უკრაინაში - ეს საკითხები იყო ესტონეთის პრეზიდენტის ვაშინგტონში სიტყვით გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი თემა. კერსტი კალიულაიდიმ, რომელიც შეერთებული შტატებში, ამერიკისა და ბალტიის ქვეყნების საპრეზიდენტო სამიტის ფარგლებში ვიზიტით იმყოფება, ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას საქართველოზეც ისაუბრა. მისი თქმით, წარსულში ევროპის რეაქცია საქართველოსა და უკრაინის ევროპულ მისწრაფებებზე არასაკმარისად სწრაფი იყო, რასაც შედეგად რუსეთის მხრიდან აგრესია მოჰყვა.
„ევროპის ქვეყნებსა და სხვადასხვა რეგიონებში, რუსეთი ძალიან ხშირად მოქმედებს იქ, სადაც თვლის რომ საერთო მიზნები უგულებელყოფილია. ასე მოხდა საქართველოსა და უკრაინაში. როდესაც ეს ქვეყნები ცდილობდნენ ევროპასთან დააახლოვებას, აშკარაა რომ ევროპა მათთვისა შესაძლებლობების მინიჭების კუთხით საპასუხო ქმედებებში ძალიან ნელი იყო. შედეგად ჩევენ ვნახეთ, რომ მოვლენები ამ ქვეყნებში არასწორად წარიმართა. აშკარაა, რუსეთმა იგივე სტილით იმოქმედა სოლსბერიში, რადგან გადაწყვიტა რომ ევროკავშირის ერთიანობა ბრექსირტის გამო დარღვეული იყო. მაგრამ ჩვენ დავამტკიცეთ რომ ასე არ არის,"-განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.