20 ნოემბერი 2024,   09:18
ვრცლად
"ჩვენ მივესალმებით საქართველოს ერთგულებას დიალოგისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის მიმართ" - აშშ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას მიესალმება

შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას მიესალმება.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, შეთავაზებათა პაკეტში გათვალისწინებული ზომები საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებისკენაა მიმართული. 

"ჩვენ მივესალმებით საქართველოს ერთგულებას დიალოგისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის მიმართ,"-წერია განცხადებაში.

საქართველოს ხელისუფლების ინიციატივას მხრდაჭერა გამოაუცხადა დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამაც. შესაბამისი განცხადებები საელჩოების ვებ-გვერდებზე გამოქვეყნდა.

დღის ამბები