20 ნოემბერი 2024,   09:21
ვრცლად
"ეს გახლავთ სიკვდილ-სიცოცხლის თემა" - პრეზიდენტი ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და შრომის უსაფრთხოების კონტროლზე საუბრობს

ტყიბულში დღეს დატრიალებული უბედურება ცხადყოფს იმას, რომ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა დრამატულად მძიმე და მიუღებელია - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში, რომელიც მან ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

გიორგი მარგველაშვილი უსამძიმრებს ტყიბულის შახტში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევისას გარდაცვლილთა ოჯახებს და აცხადებს, რომ საჭიროა, საზოგადოებისა და ყველა უწყების ძალისხმევით შრომითი უსაფრთხოების დასაცავად მკაცრი კონტროლი დაწესდეს.

„ამ მძიმე წუთებში, თანადგომას ვუცხადებ შახტში მომუშავეთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს. ტყიბულში დღეს დატრიალებული უბედურება ცხადყოფს იმის, რომ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა დრამატულად მძიმე და მიუღებელია.

"შეუძლებელია, რომ სახელმწიფო და საზოგადოება შეეგუოს მსგავს ვითარებას სამუშაო ადგილებზე. საჭიროა მთელი საზოგადოების, მათ შორის, დამსაქმებელთა და ცხადია, პირველ რიგში ხელისუფლების ძალისხმევა მივმართოთ შრომის უსაფრთხოების წესების აღსრულების უმკაცრესი კონტროლისაკენ. ვინაიდან ეს აღარ არის მხოლოდ დასაქმებულთა უსაფრთხოების, არამედ ეს გახლავთ სიკვდილ - სიცოცხლის თემა“- წერს საქართველოს პრეზიდენტი.

დღის ამბები