20 ნოემბერი 2024,   09:38
ვრცლად
"შეძრული ვარ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო"-ირაკლი კობახიძე

"შეძრული ვარ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რომელსაც 6 ადამიანი ემსხვერპლა,"-ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, სოციალური ქსელისს აკუთარ გვერდზე რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

კობახიძე უსამძიმრებს ოჯახის წევრებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ძალიხმევას არ დაიშურებს შრომითი უფლებების დასაცავად.

"ეს არის ტრაგედია არა მხოლოდ მათი ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის. მომხდარი კიდევ ერთხელ ნათლად გვიჩვენებს, რომ შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ჩვენს თანამოქალაქეებს არ უწევდეთ სამუშაო ადგილებზე შრომა საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და პრიორიტეტი, რომლის განსახორციელებლად ძალისხმევას არ დავიშურებთ. საქართველოს პარლამენტის სახელით, სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ახლობლებს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები