საქართველოდან გაძევებულმა რუსმა დიპლომატმა თბილისი უკვე დატოვა, ამის შესახებ rustavi2.ge-ს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროდან ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა.
"დიპლომატი თბილისიდან უკვე გამოეგზავრა, ის მოსკოვშია, ახლა ჩვენ (რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რედ.) ვმუშაობთ საპასუხო ნაბიჯებზე,"- განუცხადა წყარომ "კურიერს" სერგეი ლავროვის უწყებიდან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რუსეთის ინტერესების სექციიდან, ერთი რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ განცხადება 29 მარტს გააკეთა.