ტყიბულში დატრიალებულ ტრაგედიაზე განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, აუცილებელია შრომის უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესება.
„არის ძალიან მკვეთრი ზომები მისაღები იმისთვის, რომ მომავალში მოხდეს ასეთი სამწუხარო ფაქტების პრევენცია. კონსტიტუციაშიც არის შეტანილი ცვლილებები შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ამ უფლებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ამ პროცესის ფარგლებშიც უნდა მომზადდეს ინიციატივები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოში შრომითი სტანდარტების გაუმჯობესებას და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
უბედური შემთხვევა მინდელის შახტში გამთენიისას მოხდა, რის შედეგადაც 6 მუშა გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.
ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიება სისხლისს ამართლის 240-ე მუხლით დაიწყო.